“რა შანსი უნდა ჰქონდეს ამ ერთობას? იდეა არავის გააჩნია და რამ უნდა გააერთიანოს ერთმანეთთან, არ ვიცი” – ხვიჩია ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე

რა შანსი უნდა ჰქონდეს ამ ერთობას? იდეა არავის გააჩნია და რამ უნდა გააერთიანოს ერთმანეთთან, არ ვიცი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ არ იწვევს პრეზიდენტი მსგავს შეხვედრებზე “გირჩს”.

“ცოტა ხანში მგონი, ჩემი კოლეგები მიხვდებიან, რომ ეს ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა არ იყო მათ ცხოვრებაში. მე გამოვლილი მაქვს ეს ეტაპი ერთი-ორჯერ და აქედან გამომდინარე ვიცი, თუმცა, მაინც ძალიან მიკვირს, ჩვენ რა დავაშავეთ ისეთი, რაც ჩვენს კოლეგებს არ დაუშავებიათ, რომ ისინი არიან მოწვევის ობიექტები და ჩვენ – არა. ისე, ვაბრაზებთ, როგორც ჩანს.

რა შანსი უნდა ჰქონდეს ამ ერთობას? იდეა არავის გააჩნია და რამ უნდა გააერთიანოს ერთმანეთთან, არ ვიცი. ერთმანეთი არ უყვართ, სიყვარული ვერ გააერთიანებს, იდეა არ გააჩნიათ, არ მეგობრობენ, არ ვიცი, პურ-მარილი თუ გაიშალა, კაი, შეიძლება, მივიდნენ და დასხდნენ ერთად, მაგრამ, მგონი, ეგეც არ იშლება პრეზიდენტის სასახლეში ასე მარტივად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები