მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პოზიციები გავაჟღეროთ ჩვენს კოლეგებთან ევროპარლამენტში და განვიხილოთ ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.
მისივე განმარტებით, არის საკითხები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
„საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე კვირაში ევრონესტის სესიებია დაგეგმილი. არის საკითხები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფარგლებში უნდა განვიხილოთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.