მიხეილ სარჯველაძე – უვიზო მიმოსვლაზე: ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით
ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„შესაბამისად, თუკი ექნებათ მათ მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომლებიც ამ სფეროების მიხედვით არიან დაინტერესებულები თანამშრომლობის აწყობაში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი – ადამიანებს ახალი პერსპექტივები უჩნდებათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა დააწესა.