დავით მათიკაშვილი: შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიუროსა და მისი ხელმძღვანელის ფუნქციების, სამსახურის როლის ინსტიტუციური გაძლიერება მოხდა, რასაც ვენეციის კომისია ითხოვდა
“ჩვენ აბსოლუტურად მივსდევთ ვენეციის კომისიის დასკვნას. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიუროსა და მისი ხელმძღვანელის ფუნქციების, სამსახურის როლის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა მოხდა, რასაც ვენეციის კომისია ითხოვდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის დამოუკიდებლობის საკითხზე “ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ არაერთგზის აღნიშნა, რომ გამოძიების საკითხი ეს არის ქვეყნის შიდა საკანონმდებლო რეგულაციის თემა და ის თვითონ ქვეყანას შეუძლია, საკუთარი გადაწყვეტილებით დაარეგულიროს.
„ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღესაც ვერ დამალეს ის, რომ მხოლოდ ცალკეულ ასპექტებში საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლის ინიცირება მოხდა დღეს, ვენეციის კომისიის დასკვნის შესრულება განაპირობა. სინამდვილეში, ჩვენ აბსოლუტურად მივსდევთ ვენეციის კომისიის დასკვნას. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიუროსა და მისი ხელმძღვანელის ფუნქციების, სამსახურის როლის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანობის გაზრდა მოხდა, რასაც ვენეციის კომისია ითხოვდა.
ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს იმუნიტეტი დაიცავს და მისი უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ბევრად უფრო მეტად ეფექტური მექანიზმი საკუთარი უფლება-მოვალეობების რეალიზების, სწორედ ესაა ის მოთხოვნები, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარეობს. ვენეციის კომისიამ ჩვენ არაერთგზის გვითხრა, რომ გამოძიების საკითხი ეს არის ქვეყნის შიდა საკანონმდებლო რეგულაციის თემა და ის თვითონ ქვეყანას შეუძლია, საკუთარი გადაწყვეტილებით დაარეგულიროს. იცით, ანტიკორუფციული მიმართულებით რამდენიმე უწყებას გააჩნია შესაბამისი სამსახურები და ამ სამსახურების ფუნქციონირების თავმოყრა, კოორდინაცია და ეფექტურობის ზრდა არის ბიუროს საქმიანობის სფერო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.