დავით მათიკაშვილი – ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე: სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით მნიშვნელოვანი მესიჯია

მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე აუწყა დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელმაც დააწესა უვიზო მიმოსვლა ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით მნიშვნელოვანი მესიჯია და ხელშესახები შედეგის მქონე გადაწყვეტილებაა, რომელიც აუცილებლად აისახება ქვეყნის, როგორც ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაზე, ასევე, კულტურული და პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ჩინეთი არის გოლიათი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. მასთან სტრატეგიული პარტნიორობისკენ ისწრაფვის უამრავი ქვეყანა და ბევრს არ აქვს ეს პრიორიტეტი, რომელსაც შარშან საქართველომ მიაღწია. ახლა ჩინეთი ორმხრივად ასრულებს სტრატეგიული პარტნიორის ამ საპასუხისმგებლო ვალდებულებებს და ის სავიზო რეჟიმს აუქმებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს უნდა იყოს კარგი მაგალითი და მესიჯი ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების იმ რომლისთვის, რაც მათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომ ქვეყნის განვითარებაში შეასრულეს. თუმცა, არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ჩვენს ხალხს აინტერესებს, თუ რატომ არ ხდება იგივე აშშ-თან, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება. რატომ არ ხდება პირდაპირი საჰაერო ფრენების დაწესება და თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის დაწესება. ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩინეთის მსგავსად იყოს მეტად ღრმა პარტნიორული ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან“,- აღნიშნა მათიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები