დავით მათიკაშვილი: „ლელოს“ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს
„ლელო“ აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ ქვეყანას, მის წინსვლას, განვითარებას და ევროპულ გზას კონსტრუქციულად მიუდგეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
“საერთოდ დაცლილია კონსტრუქციულობისგან ეს პოლიტიკური ჯგუფი, კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ნაწილი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა. „ლელოს“ მიზანი არ არის ქვეყნის კონსტრუქციული, დემოკრატიული განვითარება და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა. „ლელოს“ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქვედინებით და გვერდიდან ცდილობს რაიმე სახით საზოგადოებაზე იმოქმედოს და ამის არანაირი შანსი არ გააჩნია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.