გიორგი კახიანი: რაც უფრო გავაღრმავებთ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება
რაც უფრო გავაღრმავებთ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, უვიზო რეჟიმის დაწესებით ჩანს ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყანასთან მიმართებით, თუ რაოდენ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი საქართველოსთან ურთიერთობას.
„რაც უფრო გავაღრმავებთ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება და საბოლოოდ რა თქმა უნდა სოციალურ სფეროზეც გავლენას მოახდენს. ასე რომ, იმ სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩინეთთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა კიდე უფრო დავახლოვდეთ, თუ ეს მათი მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციაში გამოიხატება და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის ხელისუფლების ძალიან დიდი მონდომება, რომ ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან კიდევ უფრო ახლო და ღრმა ურთიერთობა გვქონდეს“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.