პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს

“ჩვენ, ევროკავშირი, არ ვერევით არჩევნებში, არ ვუჭერთ მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მაგრამ ის, რასაც ჩვენ აშკარად ვუჭერთ მხარს, არის არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარდაჭერას სამართლიან საარჩევნო პროცესს უცხადებს.

„მხარს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში ექნება შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი საარჩევნო პროგრამა, იბრძოლოს ამომრჩევლებისთვის, რათა მომავალი პარლამენტი ძალიან კარგად წარმოაჩენდეს საქართველოს მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობას“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები