გურამ მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: გადახედოს თავის პირად არქივს – ბევრი რამე არ გვათქმევინოს

“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არავინ აღიქვამს.

მაჭარაშვილი ზურაბიშვილს პირადი არქივის გადახედვას ურჩევს.

“პრეზიდენტს მოუნდა პოლიტიკოსობა. გამოდის და აკეთებს განცხადებებს როგორც პოლიტიკოსი. რატომ? იმიტომ, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, აღარავინ აღიქვამს – არც მისი ამომრჩეველი, არც ოპოზიცია. მას თუ უნდა პოლიტიკოსობა, ეს მისი საქმეა. ის ამით კონსტიტუციასაც არღვევს, როცა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მისთვის, სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს და რუსულ საქმეს ვინც აკეთებდა, გადახედოს თავის პირად არქივს, ვისთან იყო და ვისი წარმომადგენელი სხვადასხვა წლებში… ბევრი რამე არ გვათქმევინოს, და მერე თქვას, ვინ არის რუსეთის წარმომადგენელი”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები