ბექა დავითულიანი – სალომე ზურაბიშვილზე: იდენტობის კრიზისი აქვს

“იმას, ვისაც ის ლობირებს ამ არჩევნებში, გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ, ის შეეცდება დესტაბილიზაციას და არჩევნების დისკრედიტაციას. არ გამოუვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

დავითულიანი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს იდენტობის კრიზისი აქვს.

“ქალბატონი სალომე ქართველი იყოს მართლა და მენტალობა ჰქონდეს ქართული, მეტი არაფერს დავეძებ. თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა, იდენტობის კრიზისი აქვს, რომ ჩამოყალიბდება, მერე გვითხრას. ქალბატონმა სალომემ იცის, რომ ამ არჩევნებში მოიგებს “ქართული ოცნება” და უნდა აპრიორი ხალხი გამოვიდეს იმისთვის, რომ მოაწყოს მიტინგი და არა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იმიტომ, რომ იმას, ვისაც ის ლობირებს ამ არჩევნებში, გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ ის შეეცდება დესტაბილიზაციას და არჩევნების დისკრედიტაციას. არ გამოუვა”, – აცხადებს დავითულიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები