მიხეილ სარჯველაძე: სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს

“სალომე ზურაბიშვილი არა ქვეყნის გამაერთიანებლის, არამედ ოპოზიციის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი გამოსვლები ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება.

„ზურაბიშვილი ახლა ძიების პროცესშია, როგორი შეიძლება იყოს მისი სამომავლო პოლიტიკური კარიერის გეგმები, რადგან ხვდება, რომ მას პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა აქვს მოსპობილი საიმისოდ, რომ კონსტრუქციული როლის და პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება შეძლოს. ბოლო ხანს ის არა პრეზიდენტის სათქმელ სიტყვებს ამბობს, არამედ ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოდის გარკვეული ინიციატივებით. ის არა ქვეყნის გამაერთიანებლის, არამედ ოპოზიციის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებლის ფუნქციის შესრულებას ლამობს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები