შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი პრემიერმინისტრს ექვემდებარება

“ტყუილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი ექვემდებარება პრემიერმინისტრს. ამას ალბათ ამბობთ იმიტომ, რომ მისი შერჩევის დროს, კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობაზე ამტკიცებს პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

“შეგახსენებთ, რომ კანდიდატურებს არჩევს კომისია. კომისიაში შედის, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი. ბატონი რაჟდენ კუპრაშვილის არჩევის დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას. ასე რომ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არის და კიდევ ერთხელ, დამოუკიდებლობა განისაზღვრება არა იმით, როგორ ხდება შერჩევა, არამედ იმით თუ რა გარანტიები არსებობს ამ თანამდებობაზე. სწორედ ეს გარანტიები დაზუსტდა და განმტკიცდა ამ კანონპროექტის მეშვეობით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები