ნინო ნადირაძე – სააკაშვილზე: კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით
„კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით”, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
არ იყო იმ მოწამვლა, ვერავინ დაგვიდასტურებს ამას, ვერც მათი მოწვეული ექსპერტები ადასტურებენ, ჩვენი გერმანული სკოლაც ამას უარყოფს. პოლიტიკურ თამაშებში ჩვენ არ ჩავერთვებით.
ჩვენ მოწამვლისთვის არ ჩაგვიტარებია მკურნალობა. თვითგანკურნებები არ ხდება მაგ დროს. აბსოლუტურად სხვა კლინიკური, ვიზუალური, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოვლინებებია, როდესაც არის მოწამვლა ამა თუ იმ ნივთიერებით. ამ შემთხვევაში ამას ადგილი ჩვენთან არ ჰქონია“, – განაცხადა ნადირაძემ.