ახლა დაიწყო გარკვეული სპეკულაციები, ჩინეთთან პარტნიორობა ხომ არ ნიშნავს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გაცივებას, არამც და არამც – ირაკლი ქადაგიშვილი

“ახლა ხდება გარკვეული სპეკულაციების წამოწყება, ჩინეთთან პარტნიორობა ხომ არ ნიშნავს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გაცივებას, არამც და არამც”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩინეთი დღეს არის ფაქტობრივად ამერიკის ტოლფასი ეკონომიკური აქტორი მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, მათთან ეკონომიკური ურთიერთობა, საინვესტიციო მოზიდვა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. გარკვეულად პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში რაც უფრო მეტი ძლიერი სახელმწიფო იქნება წარმოდგენილი თავისი ეკონომიკური ინტერესებით, მით უფრო დაცული იქნება ჩვენი ქვეყანა გარკვეული აგრესიისგან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები