თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების აღდგენა ოქტომბრის ბოლოსთვის გადაიდო

მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო რეისები 15 სექტემბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა გარკვეული პროცედურების შეფერხების გამო ფრენები ოქტომბრის ბოლოდან განხორციელდება. ამის შესახებ „კვირას“ სამოქალაო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა და გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე გაჩაჩილაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, შეთანხმება იყო, რომ საჰაერო რეისები უნდა აღდგენილიყო 15 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც მხარეები წარმოადგენდნენ ფრენების განხორციელებაზე უფლებამოსილ კომპანიებს. საქართველო რუსეთის მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის მიღებას ელოდება.
„ჯერჯერობით ფრენები არ განახლებულა. სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან აღდგება. შეთანხმება იყო, რომ 15 სექტემბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა ასევე იყო შეთანხმება, რომ მხარეებს უნდა წარმოედგინათ ერთმანეთისთვის, თუ რომელი კომპანიბები იყვნენ უფლებამოსილი ფრენების განხორციელებაზე. ჩვენ ველოდებით რუსეთის მხრიდან ამ ინფორმაციას და როგორც კი ამას მივიღებთ, უკვე დაიწყება პროცედურები მათ კომპანიებზე ნებართვის გასაცემად“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები