ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს – არჩილ თალაკვაძე

“უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები თუ მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა. ეს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ სტრატეგიულ დონეზე გადავიდეს“. – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები