მამუკა მდინარაძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ხვალ პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდება

ხვალ 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სავარაუდოდ, დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებიც – მინისტრი დაესწრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან პრემიერ-მინისტრის დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.

„პრემიერ-მინისტრმა ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღო დეტალური ინფორმაცია არგუმენტების სახით. გადავწყვიტეთ, რომ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ, რადგან მეორე მხარის არგუმენტებიც მოვისმინოთ. ხვალ 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სავარაუდოდ, დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებიც – მინისტრი დაესწრება. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე შეგვიძლია წავიდეთ რაღაც გადაწყვეტილებისკენ. შესაბამისად, უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. არგუმენტების გაცვლას ვერ დავარქმევდი, უფრო ინფორმაცია მოვისმინეთ და მათი შეჯერების საფუძველზე, წავალთ რაციონალური გადაწყვეტილებისკენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები