რეგულარული ავიამიმოსვლა მარშრუტით: მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი აღდგა

15 სექტემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის შესაბამისად რეგულარული ავიარეისები მარშრუტით: მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი აღდგა. ინფორმაცია ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს „როსავიაციას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც „როსავიაციის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, მანამდე ორ დედაქალაქს შორის რეგულარული რეისების შესრულებაზე ნებართვა შვიდმა ავიაკომპანიამ – „აეროფლოტმა“, „ვიმ-ავიამ“, „გლობუსმა“, „სიბირმა“, „ტრანსაერომ“, „ურალის ავიახაზებმა“ და „იუტეარმა“ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები