ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანისაგან მიიღო მიწვევა, რომ უახლოეს მომავალში დაიგეგმოს მისი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები