“აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საქართველოს” – ბექა დავითულიანი
“შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და მას შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საქართველოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მას შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საქართველოს, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მადლობლები ვართ ამერიკელი ხალხის, თუმცა, ეს ურთიერთობები სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით განსავითარებელია, რაც გამოიხატება რამდენიმე მიმართულებაში. პირველ ყოვლისა, ჩვენ დიდი ხანია, თავისუფალ ვაჭრობაზე ვსაუბრობთ, რაც, ერთი მხრივ, ევროკავშირთან გვაქვს, მეორე მხრივ ჩინეთთანაც კი მოვიპოვეთ მანამ, სანამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გავაფორმებდით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კი ეს ჯერ მიღწეული არ არის და სამუშაოა. ქართული მხრიდან ამის სრული მზაობაა უკვე რამდენიმე წელია, თუმცა ამერიკული მხრიდან სამწუხაროდ ამას მკაფიო პასუხი არ აქვს.
მაგალითად, ამ მიმართულებით არის საკმაოდ ბევრი სამუშაო, მათ შორის, უფრო ამერიკის მხრიდან, ვიდრე – ჩვენი. ამასთან ერთად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სუფთა პროტოკოლური, შეიძლება ასე დავარქვათ, რაც ერთი შეხედვით კი, არ არის არსებითი, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორობას სჭირდება უფრო მეტი მოტივაცია, რომ ამაღლდეს ამ ხარისხში ურთიერთობები. ეს ეხება მაგალითად, მილოცვებს პრემიერ-მინისტრებისადმი, მაგალითად მაღალი დონის შეხვედრებს, რომელზეც გადაწყდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა, ამ დარგებთან შედარებით წინ არის წასული, თუმცა აქაც კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.