“არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, დაიქვემდებაროს საარჩევნო ადმინისტრაცია” – გიორგი კალანდარიშვილი
“ჩვენთვის უცნობია, დადასტურებულია თუ არა ის ინფორმაცია, რომელიც მედიასაშუალებებში გავრცელდა, მაგრამ მთავარია, აღინიშნოს, რომ რაც უნდა ჩაიფიქროს და განიზრახოს ნებისმიერმა მხარემ, ინსტიტუცია და მისი ხელმძღვანელი დარჩება დამოუკიდებელი და ნეიტრალური“, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
„არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, დაიქვემდებაროს საარჩევნო ადმინისტრაცია“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
„კვირას“ ინფორმაციით, ზაფხულში ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა იგეგმებოდა.