“რა კარგია, რომ აშშ-ში მოქმედებს „რუსული“ კანონი, ალბათ, მალე გამოქვეყნდება „ნაცმოძრაობის“ ლობისტების ანგარიში, სადაც ვნახავთ, რამდენია გადახდილი ასეთ სტატიებში” – შალვა პაპუაშვილი ივანიშვილის შესახებ სტატიაზე

“რა კარგია, რომ აშშ-ში მოქმედებს „რუსული“ კანონი. სულ ცოტა ხანში გამოქვეყნდება ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების ანგარიში, სადაც კიდევ ერთხელ ამოვიკითხავთ ზუსტად ამ მედიასაშუალებას, ამ ავტორებს და ვნახავთ კიდევაც, რამდენია გადახდილი ასეთ სტატიებში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი გავლენიანი ოლიგარქების სამეულში დასახელებული.

„ეს არის ტიპური მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს კორუფცია პოლიტიკაში ლობისტების მეშვეობით. არათუ სტატიებში ახვედრებენ ასეთ ჩანაწერებს, ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ლობისტების მიერ პროექტი. თავად აღიარეს ანგარიშში, რომ მათ დაწერეს რეზოლუცია და ევროპარლამენტარებს შეატანინეს ეს და მიაღებინეს. ეს სამწუხარო რეალობაა. მნიშვნელოვანია, რომ, ევროპარლამენტშიც მალე დაინერგოს გამჭვირვალობის ასეთი სტანდარტები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები