“ვეტინგი“ ნიშნავს სასამართლოს ოკუპაციას და, შესაბამისად, ეს ნიშნავს ქვეყნის ოკუპაციას” – რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ინიციატივაზე
“ვეტინგი“ ნიშნავს სასამართლოს ოკუპაციას და, შესაბამისად, ეს ნიშნავს ქვეყნის ოკუპაციას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის ინიციატივის შესახებ განაცხადა.
„მსგავსი საკითხების დღის წესრიგში შემოტანა ვფიქრობ, რომ შემთხვევითი არ არის. ჩვენი სასამართლო სტრასბურგის სასამართლოს წინაშე არის ამაყი და ძლიერი, რადგან ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა. ის ნარატივი, რაც სასამართლოს მიმართ მიმდინარეობს მიზნად ისახავს არა მართლმსაჯულების გაუმჯობესებას, არამედ კონკრეტული ჯგუფების გავლენის ქვეშ სასამართლოს მოქცევას“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია ხელისუფლებას „ვეტინგის“ სისტემის ამოქმედებას სთავაზობს.