“ყოველი წლის 23 თებერვალს ვიხსენებთ ჩვენს თავდადებულ გმირებს, საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს, მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა თაობიდან თაობას გადაეცემა” – შალვა პაპუაშვილი

“ყოველი წლის 23 თებერვალს ვიხსენებთ ჩვენს თავდადებულ გმირებს – საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს. მათი ხსოვნა სამარადისოა, ხოლო მათი გმირობა თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც საქართველოს დაუმორჩილებლობის, საკუთარი და ქვეყნის ღირსებისთვის ჩადენილი სამაგალითო თავდადება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მათი ხსოვნის პატივისცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დაუოკებელ სწრაფვას თავისუფლებისკენ, მის მიზანს – იყოს სუვერენული ქვეყანა ეპოქებისა და გარემოებების მიუხედავად, ყოველთვის გამონახოს ძალა დაუმორჩილებლობისა და შვას ისეთი გმირები, როგორებიც სამხედრო სასწავლებლის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყვნენ. დიდება მათ ხსოვნას!“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები