ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მერია 18 150 ლარს გამოყოფს

 

   თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების შესაკეთებლხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მერია 18 150 ლარს გამოყოფსად 18 150 ლარს გამოყოფს.
როგორც თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, თბილისის მერიას უკვე წარედგინა ოფიციალური წერილი თანდართული ხარჯთაღრიცხვით, რომელიც დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, დაჩქარებული წესით განსახილველად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად, ბაზრობის მიმდებარე ეზოში 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახურავია გამოსაცვლელი. უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს, დიდუბის რაიონის გამგებელი ადგილზე ვითარების გასაცნობად იმყოფება. დაზარალებულ მოვაჭრეებს ფულად კომპენსაციას ბაზრის ადმინისტრაცია გადაუხდის. შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს, ე.წ. ბოშების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მიმდებარე ეზოში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები