საპენსიო სისტემა და პენსიონერთა სესხები – პარლამენტში ნათია თურნავას ელოდებიან
დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება.
თურნავა საკანონმდებლო ორგანოში, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა და მისი მოსმენა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან ცხრა შეკითხვა გაეგზავნა.
ნათია თურნავასთან ინტერპელაციის გამართვის ინიციატორია პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“.