“დასავლელი პარტნიორებისგან ჩვენ გვესმის მზაობა, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში” – ბექა დავითულიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ – ბექა დავითულიანმა ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი შეაფასა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს.
„დასავლელი პარტნიორებისგან ჩვენ გვესმის მზაობა, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ეს არის მისასალმებელი და ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო მათი მხრიდანაც იმისთვის, რომ ეს გახდეს რეალური და შესაძლებელი რაც შეიძლება მოკლე დროში. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი მიზანია, საქართველომ მოახდინოს ინტეგრაცია ევროკავშირში და ეს მოხდეს მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დავითულიანმა.