“სამართლიანად, ღირსებით, ეროვნული ინტერესების დაცვით თურმე შესაძლებელი ყოფილა ევროინტეგრაციაში დაწინაურება” – ირაკლი ზარქუა

“სამართლიანად, ღირსებით, ეროვნული ინტერესების დაცვით თურმე შესაძლებელი ყოფილა ევროინტეგრაციაში დაწინაურება. სწორედ ამ ხაზს გავაგრძელებთ”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„წარმატებული ვიზიტი ჰქონდა ბატონ პრემიერს, ხელისუფლების მეთაურს ბრიუსელში, სადაც არაერთ მნიშვნელოვან დეტალზე იყო საუბარი. მოვისმინეთ ბატონი ბორელის სიტყვები, სადაც თქვა, რომ საქართველო წინ სწორად მიიწევს და გამარჯვებებს უსურვებს. ამას ჩვენც ვამბობდით, რომ დიახ, სამართლიანად, ღირსებით, ეროვნული ინტერესების დაცვით თურმე შესაძლებელი ყოფილა ევროინტეგრაციაში დაწინაურება. სწორედ ამ ხაზს გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები