ირაკლი კობახიძე: ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები
ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის სამოქმედო გეგმაშია ასახული, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მიზანია, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
“ჩვენ ვახორციელებთ გეგმას, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის სამოქმედო გეგმაშია ასახული. ევროსაბჭოს სხდომაზე ესეც იქნა განხილული. გვინდა, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს კოლეგებთან ევროკომისიასა და სხვა უწყებებში, რათა მოხდეს საერთო დღის წესრიგის განხორციელება, გადასვლა შემდეგ, ახალ ეტაპებზე. ჩვენი უახლოესი მიზანია, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ერთიან ბაზარზე სრული წვდომა, რათა მოხდეს სრული და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისება. საკვანძო რეფორმების განხორციელებით საქართველომ ცხადყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწრაფი გამოსვლა პანდემიის შემდგომ და პანდემიიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოხდა ძალიან დიდი წინსვლა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც და დაუბრუნდა იმ ტრაექტორიას, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. წარმატებულო რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში. ეს ზრდის ქვეყნის მედეგობას, გამძლეობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამ კონტექსტში, მივესალმებით პრიორიტეტების გეგმას, რომელიც განსაზღვრული, განხილული იქნა დღევანდელ სხდომაზე და ევროკავშირთან ინტეგრაციის უფრო მჭიდრო პროცესს გულისხმობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.