შალვა პაპუაშვილი: 2%-იანი პარტიები რომ კოალიციაზე საუბრობენ, ეს დასტურია სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა

“2%-იანი პარტიები რომ კოალიციაზე და ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობენ, ეს კიდევ ერთხელ დასტურია სასაცილო მდგომარეობაში ყოფნისა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკაში ერთადერთი კოალიცია, რაც არსებობს, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაში არიან „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიები.

„საზოგადოებამ ერთი რამ იცის კარგად, 2020 წელს არჩევნები 1%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდა, ამიტომ ყველა ამ მარგინალურ პარტიას მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო პარლამენტში. ვნახეთ, რა იყო კოალიცია – იყო ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია. პრაქტიკაში გვაქვს ნანახი, რომ ერთადერთი კოალიცია, რაც არსებობს, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შემადგენლობაში არიან „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიებიც, რომლებიც ვითომ ცალკე გამოდიან, სინამდვილეში საერთო ოჯახის წევრები არიან. ამ ოჯახმა რა უბედურება დაატრიალა საქართველოში 2012 წლამდე, ვნახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები