ნინო გიორგობიანი გივი თარგამაძეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის გივი თარგამაძის განცხადებას, რომ შსს-მ “კანონიერი ქურდი“ – ზედმეტსახელად „ცანციკა“, ანუ ფრიდონ ბარკალაია უნდა დააკავოს, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ეხმაურება. გიორგობიანი განმარტავს, რომ აღნიშნული პირი არ არის კანონიერი ქურდი, ის 77 წლისაა და მთელი ცხოვრება სენაკში ცხოვრობს.
“ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონიერი ქურდი – ზედმეტსახელად „ცანციკა“, ანუ ფრიდონ ბარკალაია სენაკში იმყოფება და მოგვიწოდა, რომ დავაკავოთ. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული პირი კანონიერი ქურდი არ არის. ის 77 წლისაა და მთელი ცხოვრება სენაკში ცხოვრობს. რატომ შეჰყავს შეცდომაში დეპუტატს მოსახლეობა პარლამენტის ტრიბუნიდან?!“ – აღნიშნავს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები