დიდუბეში, ავეჯის საამქროში ხანძარი იყო
თბილისში, დიდუბის რაიონში, ავეჯის ერთ-ერთ საამქროში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.