ირაკლი ზარქუა: „ხაბეს“ ერთი პორტფელი მაინც ანდეთ, არ ხართ სწორი და დაისჯებით ამის გამო

კაცმა ზაფხულის განმავლობაში მთელი ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? ვაშაძე, არ ხარ სწორი კაცი. „ხაბე“, ამოიღე ხმა, რა დასჯილივით ხარ?!, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით, ზარქუა ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ
ინფორმაციას გამოეხმაურა.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ოპოზიციაში თანამდებობებს ვირტუალურად ინაწილებენ.

„რასაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის „ჩათლახობა“. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერმინისტრობის კანდიდატია. მსხვერპლი რომ ჰყავს, პაატა მანჯგალაძე, ეკონომიკის მინისტრია. მამუკა ხაზარაძეს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა. ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. კაცი გამოვიდა ერთპროცენტიანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ, სცენიდან ჩააგდეთ და ამის შემდეგ საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული, ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? ვაშაძე, არ ხარ სწორი კაცი. „ხაბე“, ამოიღე ხმა, რა დასჯილივით ხარ?!
მე მხარს ვუჭერ „ხაბეს“. ერთი პორტფელი მაინც ანდეთ. არ ხართ სწორი, არ ხართ მართლები და დაისჯებით ამის გამო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს, შინაგან საქმეთა მინისტრად – დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად – ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად  ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად – თინა ხიდაშელი  ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე – მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები