გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილი იმდენად არაადეკვატურია, დილით რომ გაიღვიძებს, თავადაც არ იცის, დღის განმავლობაში რას გააკეთებს

„პოლონეთი მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ნაწილ-ნაწილ გატანას შეეცადა საპყრობილიდან, ამ შემთხვევაში საავადმყოფოდან, არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებებს, იმიტომ, რომ მინიმუმ, ეს არ არის პარტნიორული და მეგობრული”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილის გეგმები უცნობია.

“ზურაბიშვილისგან რას ველოდებით, ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ იმდენად არაადეკვატურია, დილით რომ გაიღვიძებს, თავადაც არ იცის, დღის განმავლობაში რას გააკეთებს.

ამიტომ, მისი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით მისი გეგმები, მაგრამ მთავარი განაჩენი ქართველმა ხალხმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ მას უკვე გამოუტანა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები