დიმიტრი ხუნდაძე – სიკორსკის მიერ სააკაშვილის შეწყალების მოწოდებაზე: ნუთუ ვერ ხვდებიან ევროპელი ლიდერები, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს?
„ძალზე საწყენია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისგან მსგავსი ქმედება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ის დღეს ოპოზიციის ლიდერი და სხვისი დამკვეთების შემსრულებელია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც აცხადებს, რომ მიუნხენში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისათვის სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.