გია ცაგარეიშვილი: მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგვითითებს, როგორ უნდა გავასამართლოთ კრიმინალები, ეს არ შეეფერება ჩვენი და პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებს

“მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგვითითებს, ჩვენ შიგნით როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გავასამართლოთ კრიმინალები, შემდეგ როგორ უნდა შევიწყალოთ ეს კრიმინალები. რბილად რომ ვთქვათ, ეს არ შეეფერება ჩვენი და პოლონეთის ძალიან დიდი ხნის მეგობრულ ურთიერთობებს”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, გია ცაგარეიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.

ცაგარეიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი დიპლომატიური სკანდალია.

„ქალბატონი ზურაბიშვილი სააკაშვილის ლობისტების მიერ სამიზნეში არის ამოყვანილი, განსაკუთრებით – როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. ზოგადად, ეს რომ დიპლომატიური სკანდალია, უდავოა. მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგვითითებს ჩვენ შიგნით როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გავასამართლოთ კრიმინალები, შემდეგ როგორ უნდა შევიწყალოთ ეს კრიმინალები. რბილად რომ ვთქვათ, ეს არ შეეფერება ჩვენი და პოლონეთის ძალიან დიდი ხნის მეგობრულ ურთიერთობებს. ვფიქრობ, ჩვენ რომ არ მივეცით შესაბამისი რეაქცია პოლონელი ექსპერტის პარტიზანული ფორმით სააკაშვილთან შეპარვას, იქიდან გაურკვეველი სახის ბიომასალის ფეხსაცმლით გამოტანას და ჩავთვალეთ, რომ იმ ეტაპისთვის საკმარისი იყო ჩვენი რეაქციები. როგორც ჩანს, მადა ჭამაში მოსდის ზოგიერთს, მათ შორის პოლონეთში და ახლა გადაწყვიტეს ყური აგვიწიონ“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები