გივი მიქანაძე: ვერ გავიგეთ, თუ რა პრინციპით გვთავაზობს ოპოზიცია ისეთ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს

“ვერ გავიგეთ, თუ რა პრინციპით გვთავაზობს ოპოზიცია ისეთ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე აცხადებს.

მისივე შეფასებით, კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება.

„კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ევროკავშირის ქვეყნებში ხდება პარლამენტის მიერ, უბრალო უმრავლესობით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. თუმცა, ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შემოგვაქვს ახალი სტანდარტი, რომლის თანახმად, პირველ ჯერზე გვექნება მცდელობა, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 3/5-ით ავირჩიოთ. ვერ გავიგეთ, თუ რა პრინციპით გვთავაზობენ (ოპოზიცია) ისეთ მოდელზე გადასვლას, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს და რატომ უნდა იყოს საქართველო ექსპერიმენტების ქვეყანა“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. დეპუტატები პროექტზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება, მესამე მოსმენით იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები