დავით სონღულაშვილი: პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და ეს საგარეო კურსი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი შეფასებით, პრემიერის ვიზიტი ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

„საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანია, როდესაც პრემიერის პირველი ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება, რადგან ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს საგარეო კურსი. შესაბამისად, ზუსტად ამ ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს პრემიერის პირველი ვიზიტი და ეს სამომავლო ურთიერთობებსა და პროცესს აუცილებლად კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს“, – აცხადებს სონღულაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები