არჩილ თალაკვაძე: პრემიერს ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, თუ რამდენად საიმედო პარტნიორია რეგიონში საქართველო
“პრემიერმინისტრს ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, თუ რამდენად საიმედო, მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში საქართველო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.
„მას აქვს პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი და მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ გამოიყენებს ამ ფორმატებს და მოლაპარაკების შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებთან, რომ განიხილოს შემდგომი რეფორმები. საზოგადოებას რომ ვუთხრათ, რატომ არის ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ისე ნატო-საქართველოს ფორმატში განიხილება შემდგომი რეფორმები რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობას ევროკავშირთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით და ასევე საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ ველით ახალ, პოზიტიურ სიგნალს და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან. პრემიერმინისტრს ექნება კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელ პარტნიორებს აჩვენოს, თუ რამდენად საიმედო, მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში საქართველო“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.