მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტის განცხადებაზე: ცუდი ამბავია, მაგრამ ეს არ იქნება მისი ბოლო განცხადება, როდესაც ეცდება, რომ გააღრმაოს პოლარიზაცია

დღითი დღე ცხადად წარმოაჩენს შეუთავსებელ პოზიციას. პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებები შინაარსობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

“დღითი დღე ცხადად წარმოაჩენს შეუთავსებელ პოზიციას. პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს. უბრალოდ, რა განსხვავებაა ზურაბიშვილის ამ განცხადებებსა და “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე აქტივისტის განცხადებებს შორის, ეს შეგრძნება დაკარგულია. მძიმე შესახედია, ეს ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ეს არ იქნება მისი ბოლო განცხადება, როდესაც ეცდება, რომ გააღრმაოს პოლარიზაცია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ონლაინგამოცემა “ევროაქტივთან” ინტერვიუში გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები