არჩილ თალაკვაძე: ლობისტების სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ როგორმე დააკონსერვონ „ნაციონალური მოძრაობის“ ის 15%-დან 20%-მდე რეიტინგი და ეს ხმები როგორმე შეუნარჩუნონ ენმ-ს

ლობისტების სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ როგორმე დააკონსერვონ „ნაციონალური მოძრაობის“ ის, 15%-დან 20%-მდე რეიტინგი და ეს ხმები როგორმე შეუნარჩუნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

„მათი ლობისტების სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ როგორმე დააკონსერვონ „ნაციონალური მოძრაობის“ ის, 15%-დან 20%-მდე რეიტინგი და ეს ხმები როგორმე შეუნარჩუნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და შექმნან ახალი პოლიტიკური ბანაკი, რომელიც თავისი შინაარსით, თავისი გენეტიკური კოდით იქნება და ის არის ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. იქცევა ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ, ფორმალურად მათ აქვთ სხვა სახელი, სხვა სახეები, რომელთაც სხვათა შორის, უჭირთ, თავი იმართლონ, იმ ბოროტებასა და სერიოზულ პოლიტიკურ დარღვევებზე, დანაშაულებზე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ ედავება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები