ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა

ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებული გახდა – აზერბაიჯანში ბაქოს „გრანდ სლემზე“ მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ილია სულამანიძემ (100 კგ) ზედიზედ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა იპონით დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ თურქმენ, რუმინელ და ყაზახ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ძიუდოისტს მოუგო.
ბაქოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო. ბრინჯაოს მედალი ერგო ეთერ ლიპარტელიანს (57კგ), რომელმაც სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა.
ილია სულამანიძე ბაქოს „გრანდ სლემის” ჩემპიონი 2023 წელსაც გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ტურნირი ვერცხლის მედლებით დაასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები