მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს ზურაბიშვილი ცდილობს ქართულ საზოგადოებასთან რაღაც არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც სააკაშვილის შეწყალება ჰქვია

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც მან სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გააჟღერა.

სარჯველაძის თქმით, როგორც ჩანს ზურაბიშვილი ცდილობს ქართულ საზოგადოებასთან რაღაც არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც სააკაშვილის შეწყალება ჰქვია.

„შეუთანხმებელი პოლიტიკის წარმოება არის ასეთ შედეგებამდე მიმყვანი, რომელსაც შეიძლება ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალი დავარქვათ. იმის თქმა, რომ უბრალოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და სამართლის უზენაესობას პატივს სცემ, შეიძლება საკმარისი არ იყოს, როდესაც გარკვეულ შეკვეთებს აძლევ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, თითქოს ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობაა. როგორც ჩანს, ეს დიდი ხნით ადრე, კარგად იყო დაგეგმილი. როგორც ჩანს ზურაბიშვილი ცდილობს ქართულ საზოგადოებასთან რაღაც არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც სააკაშვილის შეწყალება ჰქვია“, – მიიჩნევს სარჯველაძე.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მინისტრის თქმით, სააკაშვილი საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები