მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს – კიდევ ბევრ წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ როგორც პერსონალურად, ასევე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
“ჩვენი ქვეყნის ისტორია ასეთია – როდესაც ძალიან გაგვიჭირდებოდა, საფრთხე დაემუქრებოდა იდენტობას, ღირსებას, სულიერებას, ფიზიკური გადარჩენა დგებოდა დღის წესრიგში, ყოველთვის ჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ ისტორიული ამოცანის გადაჭრას სათავეში ჩაუდგებოდა ხოლმე…
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, მას და მის განსაკუთრებულ ოჯახს ბედნიერებას და ჯანმრთელობას, კიდევ ბევრ წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ როგორც პერსონალურად, ასევე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!”,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.