მაკა ბოჭორიშვილი: სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს

“სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს”, – ასე შეაფასა მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.

ბოჭორიშვილის თქმით, ზურაბიშვილი ამ თამაშში გარკვეულ როლს თამაშობს.

„სამწუხაროდ, პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული განცხადებები შემდგომ, მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, რომელსაც არც საფუძველი ჰქონდა და არც ნებართვა, რაც შეეხებოდა საქართველოს მიერ სანქციების დაწესებას, ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს. სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით რა პასუხები გაეცა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთ ან მეორე განცხადებას, რომელიც ნამდვილად ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემას და მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები