“მთელი საქართველო ამაყია თქვენი გამარჯვებებით” – ზაზა ფაჩულია ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს მიღწეულ წარმატებებს ულოცავს
ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ქართველ მებრძოლებს, ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს „UFC 298“-ის ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბრძოლებში მიღწეულ გამარჯვებებს ულოცავს.
“მთელი საქართველო ამაყია თქვენი გამარჯვებებით!
ილია თოფურია გილოცავ ჩემპიონობას, მერაბ დვალიშვილი – შენ საჩემპიონო ბრძოლა წინ გაქვს. მიხარია, რომ თქვენი გამარჯვება და ეს სიხარული დარბაზში ვიზეიმე”,- წერს ფაჩულია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, “UFC“-ის ქართველი ჩემპიონი ჰყავს – ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველი მებრძოლი კალიფორნიაში „UFC 298“-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონაში ამერიკელ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა. დვალიშვილმა მეტოქე სამრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.


