ნიდერლანდებში ერითრეის ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა

ნიდერლანდებში ერითრეის ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, არეულობის დროს ოთხი სამართალდამცველი დაშავდა.

ინციდენტი ჰააგაში ერთ-ერთ საკონფერენციო ცენტრში ერითრეის ხელისუფლების მომხრეების შეკრებას მოჰყვა. ამავე დროს დარბაზთან მივიდნენ ერითრეის მთავრობის მოწინააღმდეგეები, რომლებმაც რამდენიმე ავტობუსს და ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი.

მოგვიანებით, ისინი დარბაზში შეკრებილებს ჯოხებით და ქვებით დაუპირისპირდნენ. დაშავებულია დაპირისპირების  რამდენიმე მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები