სალომე ზურაბიშვილი: ლევან თედიაშვილის გარდაცვალება არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დანაკლისი, ეს მთელი საქართველოს გულისტკივილია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ვწუხვარ ლეგენდარული სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დანაკლისი, ეს მთელი საქართველოს გულისტკივილია და მეც ამ ტკივილის თანაზიარი ვარ. ამ მძიმე წუთებში მისი ოჯახისა და ახლობლების გვერდით ვდგავარ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები