მათიკაშვილი – გვარამიაზე: ყოფილი “ნაცები” არ არსებობენო და მართალია
ნიკა გვარამიას შუაშისტობა აბსოლუტურად წარმოუდგენელი აბსურდია თავიდან ბოლომდე და ეს იმდენად მარტივი გასაშიფრი ამბავია, რომ საზოგადოებას ალბათ ამ კუთხით ზედმეტი კითხვები არ აქვს, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ყოფილი ნაცები არ არსებობენო და მართალია – პირველი, ვისზეც ასეთი რამ შეიძლება, ითქვას, ნიკა გვარამიაა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის დიდი ხანია ოპოზიციური ერთობის შემადგენელი ნაწილია. არის ასეთი მოსაზრება და მეც მგონია, არ არის შორს სიმართლისგან, რომ ბოლოს ის ალბათ გადადგება და შეეცდება, გამაერთიანებლის როლი შეასრულოს ფსევდოლიდერობით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.