ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

“ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც  უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური  მიმართულებით.

ასევე, აღინიშნა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული  მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების  მიმართ ურყევი მხარდაჭერა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები